Friday, June 27, 2014

კონფერენციის თვითშეფასების ანგარიში

ა    ნ    გ    ა    რ    ი   შ   ი
2013 წლის 23–25 დეკემბერი
   
      1.     კონფერენცია

   · კონფერენციის  დასახელება/სტატუსი: საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში/ მომხსენებელი
    · კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
      · კონფერენციის ჩატარების ადგილი: ჩაქვი, სასტუმრო ,,ოაზისი“
      · კონფერენციის ხანგრძივობა: ორი დღე

2.     მიზანი  და ამოცანები
·       მიზანი: გთსაუკეოცის ია. სწვლეელთა პრულ აგო - პრაქიკ ის რ-ჩვის  ანვიებ.
· ამოცანები: სწვლეების მიერ კობისთვის  ცდის აზება   პრაქიკის ანხივა; კოენციის შეი ირმიის საშუალებით პრს უკეთ რმრთვაში სწ/სწვლეის ისის უმჯობესსწვლებბი ხმ.
3.     რეზიუმე
    აღნიშნული კონფერენციის შესახებ გავიგე ელ. ფოსტაზე ბატონი კახა ჟღენტისგან გამოგზავნილი წერილის საშუალებით, გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება მეცადა. დავწერე მოთხოვნის შესაბაბისი მოხსენება თემაზე  ,,საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა“, მოვამზადე პრეზენტაციაც და გავგზავნე მითითებულ მისამართზე. როცა ელ. ფოსტაზე კონფერენციაზე მოწვევა მივიღე, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი და დიდი მოლოდინით ველოდი კონფერენციის გამართვის დღეს....
   კონფერენცია პირველ დღეს გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ–თეა კვინტრაძემ, სიტყვაში გამოვიდნენ ბათუმის, ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თეა კვინტრაძემ წარმოგვიდგინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუშაობის ანგარიში, ხოლო გიორგი გახელაძემ გაგვაცნო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზრდის სქემის სამუშაო ვარიანტი, რომელსაც დიდი ვნებათა ღელვა და შეკითხვები მოჰყვა, დისკუსიამ კი პირველი დღის შეჯამების შემდეგ სასტუმროს ფოიეში გადაინაცვლა.
         მეორე დღე წარიმართა სექციური მუშაობით.
     საბუნებისმეტყველო სექციაზე მოხსენებით 21 გამომსვლელი იყო, თუმცა რამდენიმე მათგანი კონფერენციაზე არ გამოცხადებულა.
          მოვისმინე მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია.
   პირველ გამომსვლელს, მარინე ბაგალიშვილს წარმოდგენილი ჰქონდა მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემის გამოყენება ბიოლოგიის გაკვეთილზე, რომლის ნიმუში ერთ–ერთი რუსულენოვანი საიტიდან ჰქონდა აღებული და მორგებული და შეცვლილი ქართულ სასკოლო სისტემაზე. ვფიქრობ, მართლაც კარგად შეიძლება ამ სქემით ხელმძღვანელობა ნებისმიერ გაკვეთილზე, რომელზეც ჯგუფური მუშაობის მეთოდი იქნება გამოყენებული;
         მე თავად მეორე გამომსვლელი გახლდით და ძალიან ვღელავდი, თუმცა კოლეგებისგან დიდ მხარდაჭერას და გამხნევებას ვგრძნობდი და ეს ძალიან დამეხმარა, რომ თანმიმდევრული და მშვიდი ვყოფილიყავი.   
   მოხსენების თემა–,,საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა“ ეხებოდა CERN–ის მასწავლებელთა  პროგრამაში ჩემს  მონაწილეობას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მასწავლებელი მუდმივად რომ არ ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, ინფორმაციული დონის ამაღლებაზე, მისი საგაკვეთილო პროცესი თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, მისი მოსწავლეები არ იქნებიან მოტივირებულები და ვერც წარმატებებს მიაღწევენ. თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენებსა და სიახლეებზე მუდმივად თვალყურის დევნება, გაანალიზება და საკლასო ოთახში ,,შეტანა“ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის აუცილებელი კომპონენტია.    
     ფიზიკის მასწავლებლის–ნონა გორგაძეს მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,როგორ ამოვხსნათ გრაფიკული ამოცანები“, ძალიან საგულისხმო იყო, რადგან აქ გამოკვეთილ  პრობლემას ხშირად ვაწყდებით საატესტატო გამოცდებზე წერტილოვანი დიაგრამების სახით, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებში არსად გვხვდება. პროექტით მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით მშვენივრად გაართვეს თავი აღნიშნულ პრობლემას.
  ქიმიის მასწავლებელმა–მარინა ისკაკოვამ გაგვაცნო ისტ–ის საშუალებით განხრორციელებული სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა გაკვეთილებზე, რაც მართლაც ინოვაციური იყო. მოსწავლეები ასეთი თანამედროვე გაკვეთილებით  ხომ მეტად მოტივირებულები ხდებიან და საგანსაც ხალისით და მონდომებით სწავლობენ.
    ნინო ბოლქვაძე; შალვა კერვალიშვილის მიერ წარმოდგენილი ინტეგ–რირებული პროექტი- ,,ნაადრევი ქორწინება, ნაადრევი ორსულობა, აბორტი“, საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული თემაა და მოსწავლეებთან ამ პრობლემაზე პროექტის განხორციელება სწორედ რომ ჩვენი თაობისთვის საჭირო და აუცილებელი აქტივობაა. ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების ასეთმა თანამშრომლობამ ჩემში ძალიან დადებითი ემოციები გამოიწვია და კიდევ ერთხელ დამანახა, რომ საგანთა ინტეგრაციით გაცილებით უკეთესადაა მოსწავლეთათვის შესაძლებელი პრობლემების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოსავალის ძიება.
   ერთმანეთს ენაცვლებოდა ინტეგრირებული გაკვეთილები, ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის  მუშაობა მოსწავლეთა არაფორმალური განათლების  ხელშეწყობისთვის, თამაშის, როგორც სასწავლო აქტივობის გამოყენება ქიმიის სწავლებაში, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება: ”კონდენსატორის ტევადობა”, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო  პროცესში, 21-ე საუკუნის გაკვეთილი, ჩვენ ერთად ვსწავლობთ და სხვა. ყველა მათგანი გამოირჩევოდა თავისი ინდივიდუალურობით და ყველა მათგანში ნათლად ჩანდა მასწავლებელთა ძალიან დიდი შრომა მოსწავლეთა წარმატებებისთვის.
4.     კონფერენციის  მნიშვნელოვნების დასაბუთება
         კონფერენცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მრავალი მიზეზის გამო. გავიცანი ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი და პროფესიონალი მასწავლებელი, გავეცანი მათ საუკეთესო პედაგოგიურ პრაქტიკას და გავხდი უფრო მეტად მოტივირებული, რომ არა მარტო საინტერესო აქტივობები დავგეგმო და განვახორციელო კლასში, არამედ კოლეგებსაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება ასეთი სახის კონფერენციებზე.
   მე პირადად ყოველთვის ვცდილობ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გავამდიდრო ჩემი პედაგოგიური მუშაობა, თუმცა კონფერენციაზე გავიგე უამრავი საინტერესო ტექნოლოგიური პროგრამების შესახებ, რომლებიც არ ვიცოდი და კონფერენციამ მომცა საშუალება, რომ ეს პროგრამები გამეცნო, რათა აქტიურად გამომეყენებინა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში. ასეთია მაგ., easyQuizzy, რომელიც წარმოადგენს ტესტების შექმნის პროგრამას და ძალიან კარგად შეიძლება მისი გამოყენება მოსწავლეთა შემოწმების მიზნით თემის შეჯამებისას, პროგრამის მიერ თავად დაწერილი შეფასება კი დაეხმარება მათ თავიანთი შესაძლებლობების რეალისტურად განსაზღვრა– შეფასებაში. 
  კოლეგებთან გავცვალეთ საკონტაქტო მონაცემები სასწავლო რესურსების ურთიერთგაზიარების მიზნით და ვიმედოვნებ, რომ სოციალური ქსელითაც აქტიური იქნება ჩვენი თანამშრომლობა.
        კოენციის შეი ირმია დამეხმარება   პრს უკეთ რმრთვაში სწ/სწვლეის ისის უმჯობესი.
  კონფერენციიდან უაღრესად მოტივირებული დავბრუნდი, მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემი პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის. ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ყოველთვის ვეცდები მსგავსი დღეების განცდის უფლება მოვიპოვო, ამავე დროს  ყოველთვის დიდი სიამოვნებით გავუზიარებ  კონფერენციაზე მიღებულ და საკუთარ   გამოცდილებას ჩემს კოლეგებს ჩემს სკოლაში.
                                                                                                                                                             სსიპ ქ. ახალციხის 5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი
26. 12. 2013 წელი